20/11/2023
13:10
მსოფლიო
სუდანის ხელისუფლების განცხადებით, აბიეის სადავო რაიონის ადგილობრივ სოფლებში შეიარაღებული პირების შეჭრის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა.
აბიეის ინფორმაციის მინისტრის ბოლის კუოჩის თქმით, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.
მისივე ინფორმაციით, ძალადობის შესაჩერებლად გაეროს სამშვიდობო ძალები ჩაერთვნენ, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, აბიეის თემებს შორის მიწისა და ბუნებრივი რესურსების გამო საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ნავთობით მდიდარი რეგიონი სუდანისა და სამხრეთ სუდანის საზღვარზე მდებარეობს და, 2005 წელს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ის ორივე ქვეყნის ნაწილად განიხილება.
გასულ კვირას, გაეროს უშიშროების საბჭომ აბიეიში სამშვიდობო მისიის მანდატი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
0
0