16/12/2024
11:35
მსოფლიო
სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და პოლიტიკური არეულობის გამო შეჩერდა.
დეპუტატებმა იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს მას შემდეგ, რაც მისმა ქმედებებმა ფართო საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია გადადგომის მოთხოვნით. სასამართლო იუნ სუკ იოლის თანამდებობიდან გადაყენებაზე ექვს თვეში მიიღებს გადაწყვეტილებას.
როგორც BBC-ი წერს, იოლის იმპიჩმენტის საქმეზე სასამართლო პროცესის საჯარო მოსმენები შესაძლოა თვეები გაგრძელდეს, ამიტომ სასამართლო ზეწოლას განიცდის, რათა სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და დასრულდეს პოლიტიკური გაურკვევლობა.
დამკვირვებლების თქმით, იუნ სუკ იოლის სასამართლო პროცესს გაართულებს ის ფაქტი, რომ სასამართლოს ცხრიდან მხოლოდ ექვსი მოსამართლე ჰყავს, რადგან ახლახანს, სამი მოსამართლე პენსიაზე გავიდა და მათი შემცვლელები ჯერჯერობით არ დაუნიშნავთ. თუ სასამართლო იოლის საქმეზე იმპიჩმენტს დაამტკიცებს, ქვეყანამ 60 დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. იმავდროულად, პრემიერ-მინისტრი ჰან დაკ-სო პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.
0
0