22/07/2023
12:44
მსოფლიო
სამხრეთ კორეის მედია იტყობინება, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტ იუნ სოკ-იოლის სიდედრისთვის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბების გამო პრეზიდენტის სიდედრისთვის გამოტანილი განაჩენი სამართლიანი იყო და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე შემსუბუქებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ 76 წლის ჩხვე ინ სუნი დააპატიმრეს.
პრეზიდენტის სიდედრს დოკუმენტების გაყალბებისთვის ერთწლიანი პატიმრობა 2021 წლის დეკემბერში მიუსაჯეს. ბრალდების მხარის თანახმად, მან 2013 წელს, სეულის სამხრეთით მდებარე ქალაქ სონამში მიწის ნაკვეთის ყიდვის დროს, ყალბი საბანკო ამონაწერი გამოიყენა. ამონაწერის მიხედვით, მას 27 მილიონი დოლარი ჰქონდა შეტანილი ანგარიშზე.
0
0