13/12/2024
11:13
მსოფლიო
სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრებმა ქვეყნის პრეზიდენტის იუნ სოკ იოლის იმპიჩმენტის ინიციატივა მეორედ დაარეგისტრირეს. ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, იმპიჩმენტის მიზეზი პრეზიდენტის მიერ 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაა. სავარაუდოდ, მთავარი ოპოზიციური „დემოკრატიული“ პარტია იმპიჩმენტის საკითხს შაბათს პარლამენტის პლენარული სხდომის დროს კენჭისყრაზე დააყენებს.
კანონის თანახმად, იმპიჩმენტის ინიციატივის დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 72 საათისა საკითხზე კენჭისყრა უნდა ჩატარდეს.
პირველად სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა გასულ კვირას მოხდა, თუმცა მაშინ მმართველი პარტიის დეპუტატებმა პროცედურას ბოიკოტი გამოუცხადეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და მან მიმართა ასეთ ზომას კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. მოგვიანებით იუნ სოკ იოლმა საომარი მდგომარეობა გაუუქმა.
0
0