20/12/2023
12:13
მსოფლიო
სამხრეთ კორეელი სტუდენტები მთავრობას უჩივიან იმის გამო, რომ კოლეჯში მისაღები გამოცდა განსაზღვრულ დროზე 90 წამით ადრე დასრულდა. ისინი მთავრობას გამოცდის ხელახლა ჩაბარებისთვის მოსამზადებლად 20 მილიონ ვონს ($5,250) სთხოვენ, რაც სწავლის 1-წლიანი კურსის ღირებულებაა. მათი ადვოკატის თქმით, აღნიშნულმა შეცდომამ სტუდენტების დანარჩენ გამოცდებზეც მოახდინა გავლენა და განათლების სისტემის წარმომადგენლებს ინციდენტის გამო ბოდიში არ მოუხდიათ.
,,სტუდენტების განცხადებით, ისინი იმდენად აღელვებულები იყვნენ, რომ დარჩენილ საგამოცდო ნაწილზე ყურადღება ვეღარ გაამახვილეს,“ - იუწყება Yonhap-ი.
სამხრეთ კორეის საზოგადოებრივი მაუწყებელის KBS-ის ინფორმაციით, კონკრეტულ გამოსაცდელ ლოკაციაზე პასუხისმგებელმა ზედამხედველმა გამოცდის დასრულების დრო არასწორად წაიკითხა.
როგორც BBC-ი წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტუდენტები გამოცდაზე ზარის ნაადრევად დარეკვას აპროტესტებენ. აპრილში, სეულის სასამართლომ 7 მილიონი ვონი ($5,250) გადასცა სტუდენტებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ 2021 წლის გამოცდაზე ზარი 2 წუთით ადრე დაირეკა.
კოლეჯში მისაღები რვა-საათიანი გამოცდა (რომელიც ცნობილია როგორც Suneung - სამხრეთ კორეის კოლეჯში მისაღები სქოლასტიკური უნარების გამოცდა) რამდენიმე საგანში ერთდროულად ტარდება.
Suneung-ი ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდაა მსოფლიოში. ის განსაზღვრავს არა მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შესაძლებლობას და შემდეგ დასაქმებას, არამედ სტუდენტების მომავალ ურთიერთობებსაც კი. ყოველწლიური ღონისძიების მსვლელობისას, სტუდენტების გამოცდებზე კონცენტრირებაში დახმარების მიზნით, სამხრეთ კორეის მთავრობა მთელ რიგ ზომას იღებს, მაგალითად, კეტავს ქვეყნის საჰაერო სივრცეს და აჭიანურებს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის გახსნის თარიღს.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024