17/07/2023
13:59
მსოფლიო
სამხრეთ კორეის ქალაქ ჩხონჯუს მახლობლად ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი გვირაბიდან 13 ცხედარი ამოიღეს; დაღუპულია, სულ მცირე, 40 ადამიანი.
ოფიციალური პირების თქმით, ტალახიანმა წყალმა მიწისქვეშა გადასასვლელი დატბორა, სადაც ჩარჩენილია 15-მდე მანქანა, მათ შორის, ავტობუსი.
მთავრობამ გვირაბში 900-მდე მაშველი გაგზავნა. უცნობია, რამდენი ადამიანი განიხილება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
კორეის მეტეოროლოგიურმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქვეყნის დიდ ნაწილში, სამხრეთ რაიონებში, კვლავ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
„გასული კვირის მეწყრისა და წყალდიდობის გამო 10 000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ევაკუირებულია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე სახლი და 150-მდე გზა დაზიანდა ან განადგურდა, ხოლო 28,607 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა,“ - განაცხადა სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტრომ.
სტიქიამ ყველაზე მეტად სამხრეთ კორეის ცენტრალური და სამხრეთ რეგიონები დააზარალა.
0
0