30/12/2024
11:07
მსოფლიო
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჩოი სანგ-მოკმა, ქვეყნის მასშტაბით, ავიაკომპანიის ოპერაციების უსაფრთხოების გადაუდებელი შემოწმების ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფას 179 ადამიანი ემსხვერპლა.
ჩოი სანგ-მოკმა გამომძიებლებს დაავალა, რომ დაღუპულთა ოჯახებს ინციდენტის შესახებ თავიანთი დასკვნები აცნობონ.
„როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნის საპატიო მოქალაქეების მიმართ, რადგან ეს გაუთვალისწინებელი ტრაგედია დაგვატყდა თავს ბოლოდროინდელი ეკონომიკური გაჭირვების ფონზე“, - თქვა ჩოი სანგ-მოკმა.
როგორც BBC-ი წერს, Jeju Air-ის აქციების ფასი სეულში დაახლოებით 8%-ით დაბალი იყო.
როგორც ცნობილია, კომპანია Jeju Air-ის ბოინგი 737-800 დაშვებისას შასის გახსნის გარეშე შეეხო ასაფრენ-დასაჯდომ ზოლს, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.
0
0