
ვულკანოლოგ რობინ ენდრიუსის შეფასებით, სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში, გრინდავიკთან არსებული ვითარება "უკიდურესად სახიფათოა", რადგან ლავამ ევაკუირებულ ქალაქში შეაღწია.
BBC-სთან საუბრისას ვულკანოლოგმა აღნიშნა, რომ ვულკანის ამოფრქვევის შედეგები შეიძლება "საკმაოდ მწვავე" აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც რესპირატორული პრობლემები აქვთ.
,,ვულკანური ზემოქმედების დროს გამოიყოფა გოგირდის დიოქსიდი, მავნებელი აირი, რომელიც აღიზიანებს კანს, თვალებს, ცხვირსა და ყელს. დარწმუნებით შეიძლება მხოლოდ ითქვას ის, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში და მავნე ვითარებაა შექმნილი”, - თქვა ენდრიუსმა.
რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი, 14 იანვარს, გამთენიისას ამოიფრქვა და ლავამ მეთევზეთა ქალაქშიც შეაღწია. აღნიშნული ამოფრქვევა მეხუთეა, რომელიც ნახევარკუნძულზე 2021 წლის შემდეგ დაფიქსირდა.
0
0