
კაგოსიმას ადგილობრივი მეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, იაპონიაში, კაგოსიმას პრეფექტურაში, ვულკანი საკურაჯიმა ამოიფრქვა. პიროკლასტური ნაკადი და ვულკანური ქვები 2 კმ რადიუსზე გავრცელდა.
კაგოსიმას მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, შოუას კრატერზე ვულკანის ამოფრქვევა, 2018 წლის აპრილის შემდეგ, პირველად, დღეს დილის 10:52 საათზე დაფიქსირდა (1000 მეტრ სიმაღლეზე).
მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მთის ქანების მცირე ამოზნექა დაახლოებით 14 იანვრიდან დააფიქსირა. დაკავშირებულია თუ არა ეს მოვლენა ვულკანის ამოფრქვევასთან, ცნობილი არ არის, თუმცა, მეტეოროლოგების პროგნოზით, უფრო მასიური ამოფრქვევის ალბათობა იზრდება, როდესაც ქანების „აფუება“ მოულოდნელად დაიკლებს.
შოუას კრატერი მინამიდეიკის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს. ვულკანი განსაკუთრებით აქტიური 2006-2018 წლებში იყო.
0
0