26/02/2022
18:05
პოლიტიკა
"სამხედრო ოპერაცია ჩატარდება სრულად, მანამ, სანამ მიზნები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს აქვს დასახული, სრულად არ შესრულდება, არც მეტი, არც ნაკლები. ისევე, როგორც მსგავს სიტუაციაში იყო 2008-ში". - წერს ის.
მედვედევი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაფერს შეცვლის და "პოლიტიკური უძლურების" ნიშანია.
"მე მჯერა, რომ განათლებული ადამიანებისთვის ნათელია - სანქციები მითი, მუქარაა. მე ფუნდამენტურად გულგრილი ვარ საზღვარგარეთ უფლებების ფართოდ გავრცელებულ შეზღუდვაზე.
სანქციები პოლიტიკური უძლურებაა, რომელიც რუსეთის კურსის შეჩერების უნარის არქონის გამო წარმოიშვა". - წერს მედვედევი.
მისივე სიტყვებით, დიპლომატიური ურთიერთობები საჭირო არ არის, "დროა, დავხუროთ საელჩოები და შeმოვიფარგლოთ ერთმანეთის ბინოკლებიდან და თოფის ლულებიდან ყურებით".
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
0
0