
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამაშველო- სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული. მუშაობა გეგმით განსაზღვრულ ლოკაციებზე მიმდინარეობს.
დღეს სამხედროები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, სამუშაოებს აგრძელებენ კოტეჯების მარჯვენა მხარეს.
ადგილზე მიზიდულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. თავდაცვის ძალების სამხედროები სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში პირველივე დღეებიდან მონაწილეობენ.
პროცესში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.
0
0
ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
19/12/2025
ჩხოროწყუში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა
19/12/2025