
“ლევან სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ “ემპათიას” მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი”, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
"სააკაშვილთან არსებული სიტუაცია მუდმივად არის სპეკულაციის საგანი და ჩვენ როგორც თავიდან განვაცხადეთ, ვაგრძელებთ იმ მიმართულებით, რომ საზოგადოება ყოველთვის იყოს სათანადოდ ინფორმირებული.
ეს საკითხი ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს და მინდა ვისაუბრო ცენტრ “ემპათიის” დასკვნაზე.
კერძოდ. მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ან გადავადება. რასთან დაკავშირებითაც სპეციალურა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიმართა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს.
ამ შემთხვევაში, სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, თუ რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ “ემპათიის” დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზი რამდენად იყო შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან.
ჩვენ მივიღეთ სამსხარაულის ბოუროდან 2023 წლის 26 იანვარს დასკვნა, რაც მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას.
ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნერვოლოგიური დიაგნოზები და თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ “ემპათიას” მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია, გაგრძელდება შემდგომი მსჯელობა სასჯელის გადავადებასა და მისი შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოში", განაცხადა მინისტრმა.
0
0