
სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის არმიის საჰაერო ძალების წვრთნების დროს შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, არმიის ორმა გამანადგურებელმა ქალაქი პოჩონი შეცდომით დაბომბა.
როგორც კორეის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, პოლიგონის გარეთ წვრთნების დროს, KF-16 ტიპის გამანადგურებლებმა დედაქალაქ სეულიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ პოჩონის რაიონში MK-82 ტიპის 8 ბომბი ჩამოაგდეს [ადგილობრივი დროით 10.05 საათზე]. დაზიანდა 7 სახლი, მათ შორის ეკლესიის შენობა. დაშავდა 7 ადამიანი, რომელათაგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.
სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ მიმართავს ყველა საჭირო ზომას, მათ შორის ზიანის ანაზღაურებას. ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.
0
0