
"ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება და განმარტავს რომ თურმე სამი თვის წინ ე. წ. ალტინფოს დაურეგისტრირებია პარლამენტში კანონპროექტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
"თურმე სამი თვის წინ ე. წ. ალტინფოს დაურეგისტრირებია პარლამენტში კანონპროექტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. “ქართული ოცნება” კიდევ უფრო წინ წავიდა და უფრო ჩაანალიზებულ და ჩაღრმავებულ ვარიანტს წარმოადგენს ორ კვირაში. რა განცხადებებიც მოვისმინეთ მათი მხრიდან, ეს პუტინის 2022 წლის 9 ნოემბრის განკარგულების შინაარსის მსგავსი იქნება, რომელიც “ტრადიუციულ ფასეულობათა დაცვას” ეხება. პუტინის განკარგულებაში მთავარი სიტყვაა “დესტრუქცილ იდეოლოგიასთან ბრძოლა”, ქ. ოცნების ვერსიაში-“ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიასთან ბრძოლა”. დანარჩენი იდეები კოპირებულია. ალტინფოსაც გადაასწრეს" - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში და ალტ ინფოს მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს აქვეყნებს.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025