ინდიანას შტატში (აშშ), პოლიციამ საცხოვრებელ სახლში, დალუქულ ვედროში, სამი თვის ბავშვის ცხედარი იპოვა. აღნიშნულ ფაქტზე ბავშვის მამა დააკავეს. ინციდენტი მას შემდეგ გამოვლინდა, რაც პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საავადმყოფოდან შეტყობინება მიიღეს, რომელიც, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალს უკავშირდებოდა.
ქალის მტკიცებით, ქმარი, 28 წლის ელიასარდ მონეუსი, მას ბასრი იარაღით თავს დაესხა, სანამ შვილთან, იაკობ მონეუსთან ერთად, სახლიდან გაიქცეოდა. პოლიციამ ოჯახის სახლი გაჩხრიკა, თუმცა ბავშვის კვალს ვერ მიაგნო.
მოგვიანებით, პოლიციამ ელიასარდ მონეუსი ინდიანაპოლისში დააკავა და დაკითხვაზე წაიყვანა. მონეუსმა თავდაპირველად გამომძიებლებს განუცხადა, რომ ბავშვი უსაფრთხოდ იყო. თუმცა, სახლის მორიგი ჩხრეკისას, პოლიციამ ვედროში ბავშვის ცხედარი იპოვა.
გამომძიებლის ცნობით, მისი სიკვდილის წინასწარ მიზეზად ასფიქსია დასახელდა. მონეუსისთვის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდება ჯერჯერობით არ წაუყენებიათ. შერიფის ოფისი აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.
0
0