05/12/2022
15:51
პოლიტიკა
“იმდენად შეტოპილი აქვთ პუტინისტურ პროპაგანდაში, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ, რომ სამძიმარის თქმის ინსტინქტი არ ჰქონიათ თვითონ, უფრო მეტიც, როგორც ჩანს, მთელს გუნდს აკრძალული ჰქონდა, რომ ამ საკითხზე თანაგრძნობის საჯარო პოზიცია ჰქონდეთ. სანამ საზოგადოებრივმა წნეხმა და სხვა მხრივ, სხვა დროს პოლიტიკური განცხადებებით არცნობილმა, მაგრამ გავლენიანმა ადამიანებმა არ მოუწოდეს ამისკენ”, ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა, როგორც ჩანს, მთვარობამ ჩათვალა, რომ პიარულად ძალიან ზიანდებოდნენ და “ეს სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის, მოღალატეობრივი აზრისთვის, რომ თურმე ადრე ან მომავალში საქართველოს ბრალი იყო ან შეიძლება იყოს რუსეთი თუ თავს დაგვესხმება”, აცხადებს ბოკერია.
0
0