
"სამართალი კურიერებისთვის!" - "ვოლტის" კურიერების აქცია კომპანიის ოფისთან გაიმართა.
გაფიცული თანამშრომლები თითქმის ერთი თვეა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტი აქციებს მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ 4 მთავარი მოთხოვნა აქვთ:
"ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები. კოლექტიური მოლაპარაკება პარტნიორ კურიერებთან.
ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ადიამების ანტიკონსტიტუციური დევნა და დეჰუმანიზაცია კომპანიის მხრიდან.
“ვოლტიდან” (რომლის 100 % წილის მფლობელია ვოლტ ფინეთი) გათავისუფლდნენ დირექტორი ნატალია ხიზანიშვილი და ოპერაციების დეპარტამეტის უფროსი გიორგი ჯაკობია. ჩვენი მოთხოვნების მესამე პუნქტი მათ მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. საერთაშორისო კომპანიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის", აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აღსანიშნავია, საპროტესტო მოძრაობას მხარს უჭერენ ქართველი მუსიკოსები და ხელოვანები.
0
0