
სოციალურ ქსელში დაიგეგმა აქცია "სამართალი კურიერებისთვის", მათი მთავარი მოთხოვნა ღირსეული ანაზღაურებაა, თუმცა საერთო ჯამში კურიერებმა საკუთარი მოთხოვნები 4 პუნქტად ჩამოაყალიბეს.
აქციას ხელოვანებიც უერთდებიან.
"გრძელდება უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა - მორიგი აქცია, 19 თებერვალს, კვირა დღეს, 14:00-ზე დაიწყება.
ხვალ, 14:00-ზე ვოლტის ოფისთან კურიერების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციას ოთხი მოთხოვნა აქვს და ოთხივე თანაბრად მნიშვნელოვანია.
1. ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები.
2. კოლექტიური მოლაპარაკება პარტნიორ კურიერებთან.
3. ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ადიამების ანტიკონსტიტუციური დევნა და დეჰუმანიზაცია კომპანიის მხრიდან.
4. ვოლტიდან (რომლის 100 % წილის მფლობელია ვოლტ ფინეთი) გათავისუფლდნენ დირექტორი ნატალია ხიზანიშვილი და ოპერაციების დეპარტამეტის უფროსი გიორგი ჯაკობია. ჩვენი მოთხოვნების მესამე პუნქტი მათ მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. საერთაშორისო კომპანიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის.
საპროტესტო მოძრაობას მხარს უჭერენ ქართველი მუსიკოსები და ხელოვანები: ნიკოლოზ რაჭველი, სტეფანე მღებრიშვილი, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ერეკლე დეისაძე, აჩიკო გულედანი და მრავალი სხვა.
საპროტესტო მოძრაობა "სამართალი კურიერებისთვის" მივმართავ ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტს ჰაიდი ჰაუტალას. ქალბატონო ვიცე-პრეზიდენტო, კურიერები იბრძვიან უკეთესი პირობებისა და ქვეყნისთვის, სადაც გამეფებულ უსამართლობას თქვენ უკვე უწოდეთ "ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელი," - აღნიშნულია სოციალურ ქსელში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0