
„სალვადორში, პოლიციამ და ჯარისკაცებმა 60-ზე მეტი ბავშვი თვითნებურად დააკავეს, აწამეს და სცემეს მას შემდეგ, რაც მთავრობამ კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა [ორი წლის წინ] გამოაცხადა,“ - ნათქვამია უფლებადამცველი ჯგუფის Human Rights Watch-ის მოხსენებაში.
როგორც Human Rights Watch-ი წერს, 2022 წლის მარტიდან მიმდინარე წლის აპრილამდე - იმ დროიდან, როდესაც, მასობრივი სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გარკვეული სამოქალაქო უფლებები შეაჩერა - პოლიციამ და ჯარისკაცებმა 3,319 ბავშვი და მოზარდი დააკავეს.
„ბევრ ბავშვს, რომლებიც დააპატიმრეს, ბანდების ძალადობრივ ქმედებებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. დაკავების დროს, ხელისუფლებამ ბავშვების მიმართ სასტიკი არასათანადო ზომები მიიღო, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში წამებას უტოლდებოდა,“ - ნათქვამია მოხსენებაში.
სალვადორის მთავრობამ დაუყოვნებლივ არ უპასუხა Reuters-ის თხოვნას კომენტარისთვის, თუმცა მანამდე განაცხადა, რომ მის ციხეებში პატიმრებს არ აწამებენ. მოხსენებაში, რომელიც შედგენილია 90-ზე მეტი ინტერვიუს საფუძველზე, ნათქვამია, რომ დაპატიმრებულ ბავშვებს არ ჰქონდათ წვდომა სრულფასოვან საკვებზე, შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, არ შეეძლოთ ოჯახებთან კონტაქტი და „ხშირ შემთხვევაში“ მათ ცრუ აღიარებას აიძულებდნენ.
1000-ზე მეტ არასრულწლოვანს „დანაშაულის ჩადენისთვის“ მიესაჯა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა „საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე“ და სასამართლო პროცესის სათანადოდ ჩატარების გარეშე.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026