
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნებულ კანონებს შორისაა „სახელმწიფო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება
მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით, „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნებულ კანონებს შორის არის „სახელმწიფო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება.
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ინიციატივით დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო კანონი, რომლითაც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.
ცნობისთვის, გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, თუმცა საკონსტიტუციო სარჩელის ავტორმა - “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმების არქონის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან ვერ გადააყენა და შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა პოსტი ბოლომდე შეინარჩუნა.
0
0
ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ევროპული ქვეყანაა
15/01/2026