
ეტყობა სალომე ზურაბიშვილს ნერვები კარგ მდგომარეობაში აქვს, რადგან ასეთი [პარლამენტში მისვლის] გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, რომ ის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, პარლამენტში მივა.
ამასთან, ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის მხრიდან საგარეო ვიზიტების განხორციელებისას კონსტიტუციის დაღრვევის დადგენაზე და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენით, დიდი ზიანი მიაყენა პირველ რიგში, საკუთარ თავს.
„ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი იყო დარჩენილი, რომელიც მიიჩნეოდა, რომ შედარებით უკეთესად იყო დაცული პოლიტიკური ზეგავლენისგან. ძირითადად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. ახლა უკვე ამის თქმაც აღარ შეიძლება.
ეტყობა სალომე ზურაბიშვილს ნერვები კარგ მდგომარეობაში აქვს, რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 100 ხმის შეგროვებას ვერ შეძლებს, ანუ ვერ შეძლებენ გადაყენებას. თუ ეს მოახერხეს, მაშინ ძალიან ბედნიერები იქნებიან, არა მხოლოდ იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს დასჯიან, არამედ იმიტომ რომ ისეთ პრეზიდენტს აირჩევენ, როგორიც მათ ენდომებათ“, - განაცხადა ხმალაძემ.
მისივე შეფასებით, „ქართულო ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ხელში დაიჭერს და არჩევნებამდე გამუდმებით იქნება საუბარი იმაზე, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი გვყავს.
„ამ თვალსაზრისითაც მავნე აღმოჩნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ხმალაძემ.
0
0