
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს პრეზდენტის ადმინისტრაციის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„პოლიტიკური სპექტრი იდიოტების დოღია.
სალომე ზურაბიშვილმა სრული სიგიჟე დაატრიალა მოქალაქეობაზე.
კონსტიტუციას არღვევს!
თითქოს თუ გასამართლება უნდა ვინმეს, რუსეთის მოქალაქეს ვერ გაასამართლებს.
მე მაგიჟებს ეს ვულგარული უმეცრება!
უფალო მომეცი ღილაკი რომ დავაჭირო და ჩაირეცხონ!“ - წერს ჩეგოლეიშვილი.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“, – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
0
0