-share.jpg)
დღეს სალომე ზურაბიშვილის გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან კიდევ ერთხელ ჩამოხსნა ნიღაბი "ქართული ოცნების" მარიონეტულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის განცხადების ყველა თეზისი სწორი იყო.
"პრეზიდენტის განცხადებას გაათმაგებული დატვირთვა აქვს. იგი, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი ამ განცხადებას აკეთებდა ჩვენი ჯარის წინაშე, იმ ჯარის წინაშე, რომელმაც უნდა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი. მისგან ასეთი განცხადება, რა თქმა უნდა უმძიმესი მოსასმენი იყო "ქართული ოცნებისთვის", რომელიც კიდევ ერთხელ ამხილა ქვეყნის ღალატში. იქ მდგომი ადამიანები ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა ქვეყნის ინტერესების მოღალატედ. სალომე ზურაბიშვილის საგარეო აქტიურობა, ასევე, მისი სურვილი, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის კონსოლიდაციაში მიიღოს მონაწილეობა, არის სწორი. ის თამაშობს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესებში და შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ მის ამ განცხადებებს", - განაცხადა გოცირიძემ.
0
0
კოლუმბიის პრეზიდენტმა ტრამპს "ჰიტლერი" უწოდა
05/01/2026