11/01/2025
12:13
პოლიტიკა
"გახარია საქართველოსთვის"ლიდერის თქმით, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ის არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, არის სიმბოლური პრეზიდენტი.
გიორგია გახარიამ ამის შესახებ გადაცემაში "პოლიტიკური დღის ამბები" განაცხადა.
გადაცემის წამყვანი: თქვენ სალომე ზურაბიშვილს როგორ მოიხსენიებთ, როგორ აღიქვამთ მას? რა სტატუსში?
გიორგი გახარია: "რას ნიშნავს როგორ მოვიხსენიებ? ერთხელ პრეზიდენტი ყოველთვის პრეზიდენტია."
გადაცემის წამყვანი: ის ამბობს (სალომე ზურაბიშვილი) რომ ახლაც პრეზიდენტია და თავის უფლებამოსილებას აგრძელებს.
გიორგი გახარია: "მე ყოველთვის რეალური პოლიტიკის მომხრე ვარ. რა თქვა უნდა ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სიმბოლურად, იმიტომ რომ ძალაუფლების ინსტრუმენტების განხორციელების გარეშე ეს ყველაფერი სიმბოლურია. ეს ობიექტური რეალობაა. დღეს ოცნებამ ჩვენი ქვეყანა შეიყვანა ისეთ ჩიხში, ისეთ პოლიტიკურ კრიზისში, რომ ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს. როდესაც ყველაზე დიდ პოლიტიკურ პროცესზე ვსაუბრობთ ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის.
შეიძლება სიმბოლური პრეზიდენტი ვთქვათ, არალეგიტიმური პრეზიდენტი ვთქვათ, მაგრამ, საბოლოო ჯამში სრულფასოვანი ინსტიტუტი ჩვენ არ გვყავს." - განაცხადა გახარიამ.
0
0