02/06/2022
22:19
პოლიტიკა
მნიშვნელოვანია მუშაობა პარტნიორებზე და არა მათი გალანძღვა, ან ის გზავნილები აქედან, რაც ისმოდა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„მნიშვნელოვანია მუშაობა პარტნიორებზე და არა მათი გალანძღვა, ან აქედან ის გზავნილები, რაც ისმოდა. ჩვენ თუ გვინდა არ იყოს ასეთი კრიტიკული განწყობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, საჭირო არის მეტი მუშაობა ევროპარლამენტარებთან, ბრიუსელში, პიარზე, რომ ვაჩვენოთ, რა არის რეალურად საქართველოს დღევანდელი სახე, რაც გვინდა, რომ გავიტანოთ. ჩვენ იმათ კი არ უნდა ვაკრიტიკებდეთ, უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ ან რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ არ დავიმსახუროთ რაღაც კრიტიკა, ან თუ ვთვლით, რომ არ არის დამსახურებული, ჩვენ ვერ ავხსენით, ან არ ავხსენით, არ იყო მიტანილი სწორ ადრესატებამდე ის რეალობა, რომელიც გვინდა, რომ წარვადგინოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
0
0