სალომე სამადაშვილი პლენარულ სხდომაზე უკრაინის ელჩის მოწვევას ითხოვს
28/02/2022
11:53
პოლიტიკა
A-
+A
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართავს, მიმდინარე სასესიო კვირას, პლენარულ სხდომაზე უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი მოიწვიონ.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, მსგავსი ინიციატივა აქვთ საპარლამენტო პარტიებს.
დეპუტატის თქმით, უკრაინის ელჩის პარლამენტში მიწვევა იქნება მნიშვნელოვანი დემონსტრაცია ქართველი ხალხის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის.
„თუ შესაძლებელია, უკრაინის ელჩი ხვალ მოვიწვიოთ და პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლა იქნება მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის. ეს არის ყველა ოპოზიციური პარტიის ინიციატივა. დაველოდებით, პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს”, – განაცხადა სამადაშვილმა.
0
0
339
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%