
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს:
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.
მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღინისძიებას ახორციელებს.
მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხიმსგებელი სამსახურების საქმიანობას და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან,"- აცხადებენ სუს-ში.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
0
0