04/11/2022
16:49
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოში ხმაური იყო. საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების გარდა იყო გაწევ-გამოწევა.
დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წევრი დეპუტატები მონაწილეობდნენ.
დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დაწყებულ კამათს მოჰყვა.
ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არ მივიდა და ტრაგედიის შესახებ მათ კითხვებს არ უპასუხა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობს და ტრაგედიით სპეკულირებს.
"თქვენ, ვინც გაგიხარდებათ და სადაც გაგიხარდებათ, იქ დაიბარეთ, მაგრამ კახა კალაძე მაშინ მოვა, როცა რეგლამენტით იქნება გათვალისწინებული," - მიმართა გიორგი ჩაკვეტაძემ ოპოზიციას.
დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში სამ ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთ-ერთი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
0
0