ეს ადამიანები არიან ორმაგი სტანდარტის, როცა უნდათ, კონსტიტუციას აძაგებენ, როცა უნდათ, საკონსტოტუციო სასამართლოს მიმართავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ სარჩელთან დაკავშირებით.
„მათი მხრიდან ეს ყველაფერი სპეკულაციები და ფარსია, სინამდვილეში, არც კონსტიტუციას სცემენ პატივს, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც მის გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, თითქოს, საარჩევნო სუბიექტები არ არიან, ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში, როგორც რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
0
0