
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით განაცხადი უკვე გადაგზავნილია. პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს, 80 დეპუტატი მიმართავს. საკითხის განხილვა სასამართლოში 1 თვის ვადაში უნდა მოხდეს და ამის შემდგომ დაუბრუნდება პარლამენტს.
„საკონსტიტუციო წარდგინებასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმალობა პარლამენტში უკვე დასრულებულია და ეს წარდგინება უკვე გადაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს. იქ ალბათ უკვე რეგისტრაციაში გატარდება და შემდეგ 1 თვის ვადაში მოხდება ამის განხილვა.
სწორედ იმპიჩმენტი არის ის პროცესი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ სამართლებრივი გზით მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიმართ წარდგენილი ეს მოთხოვნა ცუდად აისახება ევროინტეგრაციის პროცესზე, ამიტომ იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ აპირებს.
0
0