-share.jpg)
“ეს საკითხი საკმაოდ რთულია და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას მოსახლეობაში”, ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, გადაცემაში “თავისუფალ სივრცე”, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
დიპლომატი ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდებიან ექსპრეზიდენტთან დაკავშირებულ მოვლენებს.
"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქმე ეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს და ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა რომ უზრუნველყოს მისი სამედიცინო მეთვალყურეობა, მისი უფლებების დაცვა.
ჩვენ ასევე თვალყურს ვადევნებთ სახალხო დამცველის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეშფოთებული ვართ, ჩემი მთავრობა არის შეშფოთებული აღნიშნული საკითხით, მათ შორის როდესაც სამედიცინო ექსპერტები საუბრობენ, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა და შეიძლება ვერ იღებდეს იმ საჭირო მკურნალობას, რაც მისთვის აუცილებელია. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმას, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაიცვას მისი უფლებები,” – აცხადებს კელი დეგნანი.
0
0