
თუკი საუბარია იმაზე, რომ თუ საქართველო შეიცვლის მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ამ შემთხვევაში არის ევროპული პერსპექტივები, მაშინ ეს არის მართლაც კატასტროფული მოწოდება საქართველოს მიმართ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული მოწოდებები ფარულად ხდებოდა და ახლა სულ უფრო მეტად და მეტად საჯაროდ გამოდის, საით მიაქანებს ქვეყანას ბრიუსელი სინამდვილეში.
"აღნიშნული მოწოდებები ფარულად ხდებოდა, სულ უფრო მეტად და მეტად საჯაროდ გამოდის ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, საით მიგვაქანებს სინამდვილეში ბრიუსელი. ერთადერთი საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს გახლავთ ის, რომ საქართველო არ არის სრულ თანხვედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. სრულ თანხვედრაში ის გულისხმობს, რომ მათ არ აკმაყოფილებს და მათთვის არ არის საკმარისი, რომ საქართველო უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდეს საქართველოში, არამედ ბრიუსელი მოითხოვს საქართველოსგან, რომ საქართველომ თავად დაუწესოს რუსეთს სანქციები.
ეს გულისხმობს თანხვედრაში ყოფნას ბრიუსელის სანქციებთან. თუკი ბრიუსელი ამბობს, რომ უნდა იყოს სავიზო მიმოსვლა რუსეთთან, ჩვენც უნდა შემოვიღოთ და რუსი მოქალაქეები ვიზით შემოვიდნენ, თუკი ამბობს, რომ რაღაც მიმართულებით ვაჭრობა არ უნდა ჰქონდეს, ჩვენც უნდა შემოვიღოთ ეს სანქციები. ეს არის ერთადერთი საკითხი ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ქმედებებში, სადაც ბრიუსელი ფარულად გვაკრიტიკებდა, რომ ჩვენ არ ვართ სრულ თანხვედრაში სანქციების პოლიტიკასთან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთი წინააღმდეგ, ამას ითხოვენ.
ამ კონტექსტში საგარეო პოლიტიკაში იგულისხმება, რუსეთთან დაკავშირებით რა პოლიტიკა აქვს საქართველოს. საქართველოს აქვს იგივე პოლიტიკა, რასაც ჩვენ გვაიძულებდნენ 2008 წლიდან მოყოლებული, ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. რასაც ახლა ბრიუსელი ითხოვს საქართველოსგან, არის ის, რომ დავუწესოთ ორმხრივი სანქციები რუსეთს. ანგარიშშიც უწერიათ ეს ყველაფერი. როცა ჰკითხავ გეტყვიან, რომ არ ვითხოვთო და შემდეგ ასე გიტიალებენ, რომ სრული თანხვედრა უნდა გქონდეს.
როდესაც ბრიუსელი მოითხოვს ჩვენგან სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, მათთვისაც არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს თუ გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზის, თქვენ ფულს მოგვცემთ? დაგვეხმარებით? გვაძლევთ ამის პირობას? პასუხია, რომ არა ამის პირობას არ გაძლევთ. თუკი ამან გამოიწვია კონფრონტაციის ზრდა და გამოიწვია პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან, თქვენ ჩამოხვალთ და იომებთ ჩვენთან ერთად? პასუხია, რომ არა არ ვიომებთ, არც უკრაინელებთან ომობდნენ და არც ჩვენთან. თქვენ რასაც ამბობთ ეს თუ სიმართლეა და ეს თუ ეს პირდაპირ წერია ნიშნავს, რომ უნდათ რუსეთთან ესკალაციაში შეგვიყვანონ, რაც ბოლოში ნიშნავს ომს," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0