
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით პროცესზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი გიორგი წეველიძე დაიკითხა.
წეველიძემ სხდომაზე 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
„ჯერ ჟურნალისტები მოვიდნენ სასახლესთან, შემდეგ აქციის მონაწილეები. არაერთი მითითების მიუხედავად, რომ არის დაცული ტერიტორია და არ შეიძლება შიგნით შემოსვლა, არის უკანონო, მაინც შემოიჭრნენ, შემოვიდნენ. დაიწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება. რამდენიმე წუთი განვითარდა მომიტინგეების, ასე ვთქვათ, შეჯახება. ვაკავებდით, რაც შეგვეძლო. მალევე მეორე ნაკადი შემოუერთდა აქციას. მეორე შემოჭრას უკვე მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე და ირაკლი ნადირაძე ხელმძღვანელობდნენ. ერთ-ორ წუთში შენობიდან გამოვიდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ჩვენმა თანამშრომლებმაც მიიღეს დაზიანება“, – განაცხადა გიორგი წეველიძემ.
0
0