
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყანაში, განსაკუთრებით კი პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებზე, ხშირია წვრილმანი დანაშაული. უწყება მოგზაურებს ურჩევს, ყურადღებით ადევნონ თვალი გარემოს.
„უცხოელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უმეტესობა სიტუაციური ხასიათისაა, მაგალითად, ჩანთების გატაცება და ჯიბის ქურდობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გაფრთხილებაში ხაზგასმულია, რომ ზურგჩანთები და პატარა ხელჩანთები განსაკუთრებით ადვილად შეიძლება გახდეს ქურდობის სამიზნე, თუ მათ მატარებლის ზედა თაროებზე ან ცენტრალურ რკინიგზის სადგურებში უყურადღებოდ დატოვებენ.
ამასთან, დოკუმენტის შეჯამებაში აღნიშნულია, რომ ბელგიაში ასევე არსებობს ტერორისტული ძალადობის, მათ შორის ტერაქტებისა და სხვა მსგავსი აქტივობების რისკი.
0
0