02/06/2022
22:46
პოლიტიკა
„მე გამოხსნა არ მჭირდება, ნორმალურად ვგრძნობ თავს, პროცესების განვითარებას შევხედავ, მე არ ვფიქრობ იმაზე, როდის გამოვალ იმიტომ, რომ ციხეში ამაზე ფიქრი კატეგორიულად არ შეიძლება“, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „მთავართან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
უნდა შეეგუო იმას, რომ გამოხვალ სასჯელის ამოწურვის შემდეგ, არ უნდა იფიქრო იმაზე თუ როდის გამოხვალ, ეს არასწორია, არაპროდუქტიულია. გამოხსნა სჭირდება მიშა სააკაშვილს და იგი მართლა უნდა გამოვიხსნათ იმიტომ, რომ ადამიანი კვდება უბრალოდ და მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ამის ატანა და გაგრძელება. მე ძალიან იმედიანად ვარ ექსპერტების შესვლის შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს.
მიშას მივესალმები აქედან და ვუსურვებ კარგად ყოფნას, ის გვახსოვს ყველას, მეც მახსოვს ამ საკანში და ჩემი მთავარი საზრუნავი, სანერვიულო და ა.შ. არის მიშა“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
0
0