05/12/2024
00:27
პოლიტიკა
საჯარო მოხელეებო, თქვენ შეგიძლიათ ეს უბედურება დაამთავროთ, რაც ხდება რუსთაველზე , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
ანა დოლიძის განცხადებით, გარანტიას აძლევს საჯარო მოხელეებს, დაბრუნდებიან სამსახურებში, თუ ახლა სწორ მხარეს დადგებიან.
"გამოვედით მერიოტიდან, გარეთ დაგხვდნენ ტიტუშკები. ისევ ზონდერ ბრიგადები, სამწუხაროდ დააკავეს ალეკო ელისაშვილი, იმედია არის კარგად და არ არის ნაცემი. რეალურად იყო თავდასხმა ჩვენზე. ახლა ვიმყოფებით რუსთაველზე, არის ძალიან ბევრი ხალხი, ყველაფერი მეორდება, რაც ხდებოდა წარსულში. ახლა მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, ელჩებს, მოადგილეებს, სამმართველოს უფროსებს, ეს ყველაფერი რომ მშვიდობიანად დამთავრდეს ამის გასაღები გაქვთ თქვენ. ამდენი წელი ზრდი შვილს, ამზადებ, აძლევ განათლებს და მერე ვიღაცა კუნთმაგარმა ტიტუშკამ უნდა გიცემოს. მე თანავუგრძნობ პოლიციას, ქუჩაში ჩვენ გხვდება სიკვდილის ბრიგადები. საჯარო მოხელეებო თქვენ გაქვთ მარტო გასაღები ეს ყველაფერი დამთავრდეს, მშვიდად წყნარად. ყველგან იპოვით სამსახურებს. მე გაძლევთ გარანტიას, საამაყო ხალხს ჩვენ დავაბრუნოთ სამსახურებში. ეს ქვეყანა დგას ფასეულობებზე და ეს ფასულობა არის სამშობლოს სიყვარული”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
0
0