
საინფორმაციო სააგენტო SPNEWS.IO იუბილარია - დღეს მას ექვსი წელი შეუსრულდა.
ამ დროის განმავლობაში მან უკვე მოიპოვა მკითხველის ნდობა და რეიტინგი.
ვებგვერდმა სოციალურ-პოლიტიკური, ბიზნეს-ეკონომიკური და კულტურული სიახლეებით ფუნქციონირება 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყო. საინფორმაციო სააგენტო აქტიურად და ოპერატიულად აშუქებს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. საზოგადეობას აცნობს ექსპერტულ შეფასებებს, პროგნოზებსა და გეოპოლიტიკურ ანალიზს.
SPNEWS.IO პოპულარულია სოციალურ მედიაში. ყოველთვიურად სააგენტოს მიერ მომზადებულ მედიაპროდუქტს ასი ათასობით მომხმარებელი ეცნობა.
ამჟამად, SPNEWS.IO უკვე მედიაჰოლდინგ „სივრცეების“ შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი პლატფორმაა. ჰოლდინგში ასევე შედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური რადიო „სივრცე“ [სიხშირე – FM 98.5].
რადიო "სივრცემ“ მაუწყებლობა 2023 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო. რადიოს გადაცემები დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალური მედიის ყველა პლატფორმაზე.
მედიაჰოლდინგი „სივრცეები“, როგორც პასუხისმგებლიანი მედიაორგანიზაცია, განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას გადამოწმებული, ზუსტი და რაც მთავარია, აქტუალური ამბების შესახებ.
0
0
სოფელ ეწერში სარწყავი არხები იწმინდება
01/07/2025