16/05/2023
12:09
მსოფლიო
საჰაერო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ბელარუსის არმია მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის არმიის მზადყოფნის შემოწმება რუსეთის ბრიანსკის რეგიონში რუსეთის ოთხი საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ გახდა აუცილებელი.
„ჩვენ ხშირად განვიხილავთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხებს, განსაკუთრებით ჰაერში. როგორც ვხედავ, ახლა ვითარება არ არის კრიტიკული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფაქტები საგანგაშოა. ჩვენი ჯარები უკვე სამი დღეა, იმყოფებიან საბრძოლო უსაფრთხოების მაღალ მზადყოფნაში. ჩვენთან მომხდარი მოვლენებიდან სამი დღის შემდეგ, ვგულისხმობ ბრაიანსკის რეგიონში როდესაც ოთხი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ჩვენ იძულებული გავხდით, გვეპასუხა. მას შემდეგ, ჩვენი ჯარები მზადყოფნაში არიან. ამიტომ მაინტერესებს, ვიცოდე ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ და რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის განვითარების მიმართულება და პერსპექტივები“, – აღნიშნა ალექანდრ ლუკაშენკომ.
მედიის ცნობით, ეს არის ბელარუსის პრეზიდენტის მხრიდან ოფიციალური დადასტურება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ორი სამხედრო თვითმფრინავი და ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს.
ალექსანდრ ლუკაშენკო საჯაროდ ბოლოს 9 მაისს გამოჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
0
0