საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის "ოქროს მოწმე" - თავდამსხმელის შვილი გამოკითხვაზეიმყოფება. პოლიციის განყოფილებაში იკითხებიან სხვა თვითმხილველებიც.
არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ყოფილმა სამხედრომ მეზობლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, შვილმა სახლიდან გამოსვლა და სხვების გაფრთხილება შეძლო, მან ადგილობრივებს უთხრა, რომ ბინაში იყო ასაფეთქებელი ნივთირებაც.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.
0
0