-share.jpg)
ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც საგარეჯოდან თბილისში კატასტროფის ბრიგადით გადაიყვანეს, დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ექიმის ცნობით, ახალგაზრდა ქალს თვალზე ოპერაცია უტარდება.
„დაახლოებით 4 საათზე ახალგაზრდა ქალბატონია გადმოყვანილი საგარეჯოს საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადის მიერ. დიაგნოზია მარცხენა თვალის უცხო სხეული და ნაფლეთი ჭრილობა. ის მზადდება ოპერაციისთვის და მალე დაწყება ოპერაცია. ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს მკურნალი ექიმი.
ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია სულ 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდამსხმელი 49 წლის საგარეჯოს მკვიდრია.
საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში შეიყვანეს. ექიმების თქმით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.
0
0