საფრანგეთში, საპროტესტო აქციაზე შეტაკებისას 12 პოლიციელი დაშავდა
18/06/2023
11:46
მსოფლიო
A-
+A
საფრანგეთში, ლიონ-ტურინის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებისა და პოლიციელების შორის შეტაკებები მოხდა.
შეტაკებების დროს სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანენის განცხადებით, დაშავებულია 12 პოლიციელი და 1 დემონსტრანტი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აქციაში ოთხი ათასამდე დემონსტრანტი იღებდა მონაწილეობას.
აქციის მონაწილეთა მტკიცებით, რკინიგზის მშენებლობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ეკოლოგიაზე.
ლიონ-ტურინის დამაკავშირებელი მაღალჩქაროსნული რკინიგზა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ლიანდაგის 70% საფრანგეთის ტერიტორიაზე გაივლის, ხოლო 30% – იტალიის. მარშრუტის საერთო სიგრძე 270 კმ შეადგენს.
0
0
162
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%