საფრანგეთში ახალი წლის ღამეს 745 მანქანა დაწვეს
01/01/2024
15:48
მსოფლიო
A-
+A
საფრანგეთში ვანდალებმა ახალი წლის ღამეს 745 მანქანა დაწვეს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა..
„შარშანდელთან შედარებით, ეს რიცხვი 10%-ით ნაკლებია“, - თქვა მან.
მისივე განმარტებით, სხვადასხვა ინციდენტის დროს დაკავებულთა რაოდენობამ 380 ადამიანს გადააჭარბა, რაც ასევე 10%-ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელზე.
დეპარტამენტის უფროსის თქმით, ეს ახალი წელი ზოგადად უფრო მშვიდი იყო, ვიდრე 2022 წელს. მაშინ არეულობის ჩახშობის დროს 40-მდე სამართალდამცველი დაშავდა. პოლიციის უმეტესობამ მსუბუქი დაზიანებები მიიღო ფეიერვერკების გამო.
ცნობისთვის, პარიზში ვანდალების მიერ მანქანების დაწვის ფაქტი ყოველწლიურად ხდება.
ფოტო: არქივი
0
0
588
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%