
2023 წლის 1 იანვრიდან 18-დან 25 წლამდე ყველა სქესის ფრანგ ახალგაზრდას პრეზერვატივის უფასოდ მიღება ქვეყნის აფთიაქებში შეეძლება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, წერს გაზეთი Liberation. ეს გადაწყვეტილება მაკრონმა მოგვიანებით ტვიტერში გამოაცხადა.
საფრანგეთის ლიდერმა ასეთ ნაბიჯს უწოდა „მცირე რევოლუცია დაცვის სფეროში“, რაც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რაოდენობის ზრდით ახსნა.
მაკრონმა ასევე გამოაცხადა სხვა ზომების შესახებაც: ყველა ქალისთვის უფასო ხელმისაწვდომობა გადაუდებელ კონტრაცეფციაზე აფთიაქებში, უფასო სკრინინგი 26 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, გარდა იმუნოდეფიციტური დაავადებებისა.
0
0
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
30/09/2026