საფრანგეთის რკინიგზაზე სამი დღის წინ მომხდარი დივერსიის შემდეგ ახლა შეტევა ქვეყნის ტელესაკომუნიკაციო ქსელებზე მოხდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
დაუდგენელმა პირებმა კავშირგაბმულობის რამდენიმე ოპერატორის ქსელები დააზიანეს. დივერსია ქვეყნის რამდენიმე რეგიონში განხორციელდა.
როგორც საფრანგეთის ციფრული ტექნოლოგიების სახელმწიფო მინისტრმა მარინა ფერარიმ განაცხადა, ამ ქმედებებს „ლოკალური შედეგები“ ჰქონდა. პრობლემები შეექმნა ინტერნეტთან კავშირს, ასევე სტაციონარულ და მობილურ სატელეფონო ქსელებს.
საფრანგეთი-ლუქსემბურგის საზღვარზე დაზიანდა SFR, Free და Bouygues Telecom-ის ქსელები. საერთო ჯამში ინციდენტები 101-დან 6 ფრანგულ დეპარტამენტში დაფიქსირდა.
პარალელურად საფრანგეთის სამართალდამცველი სტრუქტურები რკინიგზაზე რამდენიმე დღის წინ მოწყობილ დივერსიებს იძიებენ. როგორც საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერალდ დერმანენმა განაცხადა, პოლიციას ეჭვი აქვს, რომ რკინიგზაზე დივერსია ულტრამემარცხენე დაჯგუფებებმა მოაწყვეს.
0
0