
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობას აუკრძალავს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას ევროკავშირი კოლექტიურად არ მიიღებს.
ამ თემაზე მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა, როდესაც ქალაქ ნოჟან-სიურ-მარში მოსწავლის სკოლის თანამშრომელზე თავდასხმაზე აკეთებდა კომენტარს. მაკრონს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა შესაბამისი გადაწყვეტილება მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა მიიღოს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საფრანგეთში გავაკეთებთ. მეტს ვეღარ დავიცდით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
10 ივნისს ნოჟან-სიურ-მარში 14 წლის მოსწავლე სკოლის თანამშრომელს დანით დაესხა თავს, ქალი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მოზარდის მოტივების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.
0
0
ლარი გამყარებას განაგრძობს
31/07/2025