20/11/2024
14:05
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ბირთვული დარტყმის ბარიერის შემცირების შესახებ "უბრალო რიტორიკა" უწოდა. ჟან-ნოელ ბარომ France 2-ს განუცხადა, რომ მის მთავრობას "არ აშინებს" რუსეთის აღნიშნული ნაბიჯი.
როგორც ცნობილია, 19 ნოემბერს, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მიმართა წინადადებით, რომ შეიცვალოს რუსეთის ბირთვული დოქტრინა და რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეეძლოს იმ შემთხვევაშიც, თუ მის საზღვარს მასობრივად გადაკვეთენ ფრთოსანი რაკეტები, დრონები და სხვა მფრინავი ობიექტები.
როგორც Reuters-ი წერს, რუსეთი ხშირად აფიქსირებს ატომური რეაგირების პერსპექტივას მთელი ომის განმავლობაში, მაგრამ ანალიტიკოსების უმეტესობა თვლის, რომ რუსეთის გაფრთხილებები არ განხორციელდება და ისინი მიზნად ისახავს მხოლოდ დასავლური ქვეყნებისთვის უკრაინის მხარდაჭერაში ხელის შეშლას.
0
0