27/12/2023
23:43
მსოფლიო
საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
„საფრანგეთი კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის ბრალდებებს საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად. საპასუხოდ, საფრანგეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობეს საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩს, როდესაც ის სამინისტროში დაიბარეს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გუშინ გამოაცხადეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი მოქმედების გამო გააძევეს.
იქამდე, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოვლინდა ფრანგული ჯაშუშური ქსელი, რომლის საქმიანობაც ვრცელდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, უკრაინასა და მოლდოვაში.
0
0