
საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა, ხმათა უმრავლესობით - 267 ხმით 50-ის წინააღმდეგ - აბორტის უფლების კონსტიტუციაში შეტანას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ინიციატივა მანამდე ქვედა პალატამ (ეროვნულმა ასამბლეამ) დაამტკიცა.
როგორც ცნობილია, აბორტის ჩატარება საფრანგეთში 1974 წლიდან კანონიერია, თუმცა კანონის მოქმედების სფეროს გაფართოების თვალსაზრისით, ზეწოლა გაიზარდა.
არსებობს შეშფოთება, რომ ქალებისთვის აბორტის უფლების მინიჭება მიუღებელი ხდება საფრანგეთის მოკავშირე ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და პოლონეთი. შეერთებულ შტატებში აბორტის შესახებ დებატები მას შემდეგ გამწვავდა, რაც (2022 წლის ივნისში) უზენაესმა სასამართლომ, ქვეყნის მასშტაბით, აბორტის ჩატარების უფლება გააუქმა. პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კი, 2020 წელს, ქვეყანაში აბორტის თითქმის სრული აკრძალვა დააწესა. ამჟამად, აბორტის გაკეთება ნებადართულია მხოლოდ გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევაში ან, როდესაც ორსულობა საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განმეორებითი საგანგებო კენჭისყრა დანიშნა, რომელშიც მონაწილეობას ორივე პალატა მიიღებს. თუ ერთობლივ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილება ხმათა (არანაკლებ, 3/5) უმრავლესობით დამტკიცდება, მისი რეფერენდუმზე გატანა საჭირო არ იქნება.
როგორც მაკრონმა X-ზე განაცხადა, ის ეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებას ეთანხმება, რომლის თანახმად, ქალთა თავისუფლება „შეუქცევადი“ უნდა გახდეს.
კენჭისყრაზე საპასუხოდ, საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ერიკ დიუპონდ-მორეტიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთი უახლოვდება "ისტორიულ დღეს", როდესაც ის "მსოფლიოში პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც თავის კონსტიტუციაში ქალთა თავისუფლებას იცავს" - თავად გადაწყვიტონ, ჩაიტარონ თუ არა აბორტი“.
საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან საუბრისას, რამდენიმე კონსერვატორმა სენატორმა განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილების დამტკიცებისთვის ისინი ზეწოლას განიცდიან.
”თუ მე [საკანონმდებლო ინიციატივის] დამტკიცების წინააღმდეგ მივცემ ხმას, ჩემი ქალიშვილები საშობაოდ აღარ მესტუმრებიან”, - თქვა ერთ-ერთმა სენატორმა ქალმა ანონიმურობის პრინციპის დაცვით.
0
0