
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
„ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ევროპა ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებისთვის ემზადება. სანქციების სამიზნე ის რესურსებია, რომლებიც ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადების შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები ხუთჯერ გაიზარდა.
„პუტინი ფრონტის ხაზზე წინ ვეღარ მიიწევს და ახლა საცხოვრებელ ტერიტორიებს დრონებითა და რაკეტებით ბომბავს, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს იწვევს. ეს უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0