საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ლუიზიანას ყიდვა იყო შესაძლებელი, გრენლანდია არ იყიდება და მისი წაღება არ შეიძლება
A-
+A

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გრენლანდიასა და დანიას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა. როგორც ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, დიდი ხანია, დასრულდა ეპოქა, როდესაც შესაძლებელი იყო სხვისი ტერიტორიის ყიდვა.
მინისტრმა მაგალითად მოიყვანა შტატი ლუიზიანა, რომელიც აშშ-მა 1803 წელს საფრანგეთისგან შეისყიდა.
„დიდი ხანია, გავიდა დრო, როდესაც შესაძლებელი იყო ლუიზიანას ყიდვა ან გაყიდვა. გრენლანდია არ იყიდება და მისი წაღება არ შეიძლება“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დანიას შეუძლია, ევროპული ქვეყნების სოლიდარობის იმედი ჰქონდეს.
7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი პარტნიორებთან ერთად მუშაობს გეგმაზე იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ გრენლანდიის დაკავების მუქარას შეასრულებს.
0
0
35
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%